სოსო მანჯავიძე: მიდის წარმოუდგენელი შეტევები თბილისის მერის მისამართით

“ეს, რაც ხდება, არის წინასწარ აკვიატებული სიმულაციები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მანჯავიძე თვლის, რომ ნარმანიას მისამართით მიზანმიმართული პროვოკაციები ხორციელდება, რაც ქვეყანაში ნორმალური ოპონირების საშუალებას სპობს.
„ეს სამი წელი მიდის წარმოუდგენელი შეტევები მერის მისამართით. ოპონირება შეიძლება მიმდინარეობდეს მშვიდად და არა შეურაცხყოფის რეჟიმში, ასე გამოძახებით მისვლა, როცა წინაწარ მიდის ლანძღვა-გინება, წარმოუდგენელია. მერიც ადამიანია და მას აქვს თავისი ზღვარი გამძლეობის. უკვე სასაცილოა, მერი მოვიდეს, მერი წავიდეს – ეს მოთხოვნები“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები