სოსო მანჯავიძე: იმედია, ამერიკის საელჩო მალე გაიწვევს ელჩს, რომელიც ქედმაღლურ განცხადებებს აკეთებს

“როდესაც ამერიკის ელჩი ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას, ესაა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მანჯავიძე „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს და ადმინისტრაციას ელჩის გაწვევას ურჩევს.
„იმედი მაქვს ადმინისტრაცია მალე გაიწვევს ელჩს, ის ქედმაღლური და არაკომპეტენტური განცხადება, რაც ელჩმა გააკეთა, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. მართალია, ამას მიჩვეულები ვართ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება. გამოდის ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას. ეს იყო საქმეში ჩაუხედავი განცხადებები. იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რაც დღესაა ამერიკაში, როცა ტრამპმა პირდაპირ ბოიკოტი გამოუცხადა “რუსათვი-2”-ის იდეოლოგიურ დედას (cnn-ს), ეს არის პირდაპირ კონტექსტიდან ამოვარდნილი განცხადება. რაც მალე შეიცვლება ტელეკომპანიაში ის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო სამსახურების დაშინებაზე და პანიკის დათესვაზე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის“, -გაანცხადა სოსო მანჯავიძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები