ქართველ „კანონიერ ქურდს“ ჩეჩნები სიკვდილით ემუქრებიან

ქართველ „კანონიერ ქურდს“, რუსლან გეგეჭკორს, მეტსახელად „შლიაპა უმცროსს“ რუსეთის მუსლიმანური კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ეს გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე იყო მიღებული, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიის, აზერბაიჯანისა და შუა აზიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, რუსლან გეგეჭკორმა მეტსახელად, „შლიაპა უმცროსმა“ ტუვის ერთ-ერთ კოლონიაში მეჩეთი დაარბია და 8 ჩეჩენს და დაღესტნელს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ფაქტს კი წინ უძღოდა კონფლიქტი „შლიაპა უმცროსს“ და ჩეჩნებს შორის.
რუსეთის მუსლიმანების კრიმინალური დაჯგუფებების წარმომადგენლები რუსლან გეგეჭკორის მამას, ასევე „კანონიერ ქურდს“, როლანდ გეგეჭკორსაც დაემუქრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები