“ბი ბი სის”, „სი ენ ენის“, New York Times-ის და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები თეთრ სახლში ბრიფინგზე არ შეუშვეს

ამერიკული და ბრიტანული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, როგორებიცაა  “ბი ბი სი”, „სი ენ ენი“, “New York Times”-ი და სხვები,  თეთრი სახლის პრესმდივნის ბრიფინგზე არ მიიწვიეს
გაზეთ New York Times-ის ინფორმაციით, ამ  მედიასაშუალებების წარმომადგენლები თეთრი სახლის პრესმდივნის ოფისში არ შეუშვეს. დაშვებულთა შორის იყო ტელეკომპანიები „ეი ბი სი“, „სი ბი-ესი“ და “Fox News”-ი, ასევე გამოცემები “Washington Times”-ი, “Wall Street Journal”-ი, “Breitbart News”-ი, და სააგენტო „ბლუმბერგი“.
სააგენტო „ასოშიეტედ პრესის“ და ჟურნალ “Time”-ის წარმომადგენლები ბრიფინგზე შეუშვეს, მაგრამ მათ პროტესტის ნიშნად, შესვლაზე უარი განაცხადეს.
როგორც წესი, თეთრი სახლის პრესმდივნის პარასკევის ბრიფინგს ჟურნალისტთა მცირე ჯგუფი ესწრება, მაგრამ მსგავსი წესით არჩევა, ვინ დაიშვება შეხვედრაზე და ვინ არა, აქამდე არ მომხდარა.

_94841026_gettyimages-645016968

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები