კოკა ყანდიაშვილი: რატომ არ მივიდა ხალხი აქციაზე? – „რუსთავი 2“ აღარ არის ხალხის ტელევიზია!

რატომ არ მივიდა ხალხი “რუსთავი 2”-ის აქციაზე? – აღნიშნულ კითხვას ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სვამს და პასუხებსაც თავად სცემს.  როგორც ყანდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, “რუსთავი 2” აღარ არის ხალხის ტელევიზია. ამასთან, ყანდიაშვილი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში “რუსთავი 2”-ის მუშაობის სტილსაც იხსენებს.
ჟურნალისტი   ვრცელ პოსტთან ერთად 19 თებერვალს, „რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერი აქციის კადრებსაც ავრცელებს.

“რატომ არ მივიდა ხალხი „რუსთავი 2“-ის აქციაზე?
იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ აღარ არის – ხალხის ტელევიზია!
პოლიტკორექტული რომ ვიყო, ასე ვიტყვი: – რატომ არ მივიდა იმდენი ხალხი, რამდენიც უნდოდათ, ეგონათ, ლამობდნენ, გვიმტკიცებდნენ, აჯერებდნენ საკუთარ თავს – რომ მივიდოდა. მითუმეტეს, არხის გათიშვისა და ასეთი სატელევიზიო, პოლიტიკური, ენჯეო, სტარ-ფეისების – უპრეცედენტო პროპაგანდის შედეგად?!
– პასუხი მარტივი არ არის!
1. ჩვენი ხალხი უბრალოდ თავისუფალი, მრავალტანჯული, გმირული სულისკვეთებისა და მრავალი მთავრობის დამმხობი კი არაა, არამედ – ბრძენიცაა!!!
1.1 როდესაც 2001 წელს, „რუსთავი 2“-ს ეპოტინებოდა იმ დროინდელი მთავრობა, ხალხი გარეთ გამოვიდა და „რუსთავი 2“ დაიცვა.
1.2 ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან 2004-2005 წლებში, სააკაშვილი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის დახმარებით დაერია ყველა დანარჩენ ტელევიზიას და ჯიბეში ჩაიდო.
1.3 2005 წელს მოკლეს ზურაბ ჟვანია და თუ ვინმეს მნიშვნელოვანი ქონება გააჩნდა – ჩამოართვეს. ამავე წელს, დავით დვალს, ჯარჯი აქიმიძეს და ცხონებულ ეროსი კიწმარიშვილს – წაართვეს „რუსთავი 2“ – !!! ეს ის დროა, როცა ისიც კი დიდი წყალობა იყო, რეჟიმი მხოლოდ ქონების წართმევას რომ სჯერდებოდა.
1.4 2006 წელს მოკლეს სანდრო გირგვლიანი . მომდევნო წლებში კიდევ არა ერთი უდანაშაულო ადამიანი გაწირეს. „რუსთავი 2“ კი „აპრავებდა“…
1.5 2007 წელს, მიშა “იმედს” რომ არბევდა, მთელი საქართველო ქუჩაში იდგა და “იმედს” იცავდა, იმ დროს უკვე “იმედი” ხალხის ტელევიზია იყო. ხელისუფლება კი სასტიკად უსწორდებოდა, სცემდა, გაზით წამლავდა, იტაცებდა და აწამებდა ხალხს. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის უმეტესობას კი რუსეთის აგენტობაში , პირადად ნიკა გვარამიამ დასდო ბრალი.
1.6 2008 წელს კი, ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე ლოგიკური განვითარება მოჰყვა – მიშამ რუსეთს 3 დღეში გადაუფორმა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%. ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ავანტიურას, ასი ათასობით მოქალაქე კი დევნილად იქცა. ომი მოგებულად გამოაცხადა „რუსთავი 2“-მა.
1.7 2012 წელს, როდესაც მედიაში პოლიციური რეჟიმი სუფევდა, ახალი ტელევიზიის შექმნის შიშით, სააკაშვილმა ანტენების „დაპატიმრება“ დაიწყო (ჩადენილი დანაშაულებების დასაფარად, რის გამოც დღეს ემალება მართლმსაჯულებას და გაქცეულია ქვეყნიდან) ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველმა ნდობაზე უარი უთხრა და ეგონა, ამ უარით დაასრულებდა იმ სასტიკ და უსამართლო რეჟიმს. ხალხი, ისევე როგორც რუსთავი2-ის მუშაკები (პროპაგანდისა და აგიტაციის ოსტატები და არა ჟურნალისტები, გაითვალისწინეთ ყველას არ ვგულისხმობ) დარწმუნებულნი იყვნენ , რომ სააკაშვილის მსგავსად ახალი ხელისუფლება, ჯიბეში ჩაიდებდა „რუსთავი 2“-ს, თუმცა ახალმა მთავრობამ, მედიაში ხელის ფათური არ დაიწყო და პირიქით, წართმეული იმედი კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.
1.7.1 მინდა აქვე ამათი ოხერობის ერთი ამბავი გავიხსენო….. იმ დროს, სააკაშვილის გავლენები ევროსტრუქტურებში – ჯერ კიდევ ძლიერი იყო. კანდელაკიაბრაზნმა “ლიბერალებმა” მოახერხეს და პატარკაციშვილებისთვის “იმედის” დაბრუნება საქართველოს შესახებ მოხსენებაში ევროპარლამენტარებს შეატანინეს, როგორც ტელევიზიის წართმევა და მედიაზე განხორციელებული ზეწოლა. მადლობა ღმერთს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ყველაფერი მალე გაირკვა…)
1.8 2012 წლიდან დღემდე „რუსთავი 2“ პირველად მისი ოცწლიანი ფუნქციონირების მანძილზე სრულიად თავისუფალია სახელისუფლებო გავლენებისგან. სა- ხე- ლი- სუ- ფლე- ბო – ხაზგასმით აღვნიშნავ…. პირველად ხდება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ყველაზე დიდ ტელევიზიას (ისევე როგორც სხვა ტელეკომპანიებს) – არ აკონტროლებს მთავრობა. ამ ვითარებაში, „რუსთავი 2“ 100%-ით დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ხალხმა ნდობაზე უარი გამოუცხადა. ( სიმართლე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე და შემდგომ 2012 – 2013 – 2014 – 2016 წლებში.) ამ დროის მანძილზე, არხმა სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია განიცადა და მედია ისტორიაში, ყველაზე სამარცხვინო ფურცელს – „რეალ tv“-საც გადაუჯოკრა.
1.9 – 2012 წლიდან მოყოლებული, „რუსთავი 2“-ის შემქმნელები და დამფუძნებლები, ეძებდნენ გზას, თუ როგორ დაებრუნებინათ წართმეული ქონება. სააკაშვილმა მათ ტელევიზია რომ წაართვა, მას შემდეგ არხი 18 სხვადასხვა მფლობელზე გადააფორმა . ამჟამინდელმა მესვეურებმა კი ტელევიზია არხის დამფუძნებლებს იარაღად შემოუტრიალეს და უთხრეს:
1.9.1 “თქვენ მთავრობის ინტერესებს ატარებთო“.
1.9.2 – “აბა ისე რაში გჭირდებათ ის ქონება, რომელიც მიშამ წაგართვათო”.
1.9.3 – “დათმეთ ეს ყველაფერი – მიშას რომ დემოკრატია ჰქონდა იმ დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვისო…”
1.9.4 – “უფრო სამართლიანი იქნება, თუ მას დარჩება თქვენი ქონება – ვინც წაგართვათო”
1.9.5 – ჩვენ გვართმევენ იმას – რაც სხვას წავართვით . ეს უსამართლობაა – გვიშველეთ, ესეც რომ წაგვართვან – აღარ გათენდება ხვალინდელი დღე, შვილები კერასინკებს მიუსხდებიან და უკუნი იქნებაო….
2. მაშ რატომ არ მივიდა ხალხი 19 თებერვლის აქციაზე?!
– იმიტომ, რომ ამ სიყალბეს აღარავინ ჭამს!!!
– იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პროგრესზე, დიახ – ეს პროგრესია, „რუსთავი 2“-ის საქმეს სპეცნაზის ხელით აღარავინ აგვარებს. სასამართლოს ყველა ინსტანცია, ღიად და საჯაროდ განიხილავს დავას – გადაწყვეტილებას კი, საქართველოში ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – დიდი პალატა გამოიტანს.
– იმიტომ რომ – დიდი მარაზმი და ცინიზმია იმის ძახილი, თითქოს “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მესვეურები სამართლიანობისათვის იბრძვიან!!!
– იმიტომ რომ, რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ „რუსთავი 2“-ის დაცვა ევროპული მომავლისა და დემოკრატიის დაცვაა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ეს არც დემოკრატიისა და არც ევროპული მომავლის დაცვაა!!!
– იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგ მედიის განვითარებისათვის ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, “რუსთავი 2” მაინც ვერ გახდა დემოკრატიული ფასეულობების დამცველი ტელევიზია, ფასადი მოეფურტკნა და მის უკან 2008 წელს გორის ქუჩებში დამახსოვრებული სააკაშვილის სიფათი გამოჩნდა……
3. იმიტომ, რომ – ხალხი ბრძენია!!!”- წერს ყანდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები