გიორგი მარგველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, კარენ კარაპეტიანს და სომხეთის დელეგაციას შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას საქართველო -სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ამ ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს ძალიან დიდი პერსპექტივები, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების გარემოს. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგში დღეს აქტიურად დგას და დაისახა კონკრეტული ნაბიჯები თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
სომხეთის დელეგაციასთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები