დიმიტრი ლორთქიფანიძე: პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება არის გარდაუვალი

“თემა, რომელიც ყურადღებას იქცევს დღეს, პრეზიდენტის დებულებებს ეხება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს. მისივე ინფორმაციით, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ ეყოლება სათათბირო ორგანო, რომელსაც დღეს უშიშროების საბჭოს წარმოადგენს.
ლორთქიფანიძის ინფორმაციით, კომისიის მუშაობის დასაწყისშივე, საპრეზიდენტო მოდელი არ განიხილებოდა და დაგეგმილია საპარლამენტო მოდელის მიმართულებით წასვლა, თუმცა მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ინარჩუნებს ქვეყნის მთავარსარდლის ტიტულს.
„დღეს შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო, რაც ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, ვთვლი, რომ არაეფექტური ნაბიჯი იქნება. მე ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს იმ ტიპის ლეგიტიმაცია, რომ არჩეულ თბილისის მერზე მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს. როგორ შეიძლება პრეზიდენტი იყოს დანიშნული პარლამენტის მიერ და თბილისის მერი უფრო მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობდეს?! ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ პრეზიდენტს, შეწყალების დროს, არ მოუწევს მთავრობასთან შეთანხმება“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიმიტირი ლორთქიფანიძის ინფორმაციითვე, კომისიის წევრები შეჯერდნენ პრეზიდენტის ასაკობრივ ცენზზე, რაც 40-დან 45 წლამდე ასაკს გაითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები