სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრების გადამზადების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისათვის გადამზადების ახალი ეტაპის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 558 მონაწილე ბიზნესდაგეგმარების საკითხებს შეისწავლის.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯერებისა და წევრებისათვის გადამზადების პროგრამა ხორციელდება. სპეციალურად შემუშავებული მოდულები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საფუძვლებს და მისი ორგანიზაციული განვითარების ციკლს, საორგანიზაციო აუდიტის მეთოდოლოგიას, სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს. ტრენინგები ტარდება აგრეთვე ბიზნესდაგეგმარების მიმართულებითაც.
ტრენინგებში მონაწილეობს 800-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივის1600 წარმომადგენელი როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოს 31 მუნიციპალიტეტში.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში 224 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 410 წევრი გადამზადდა საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.
„კოოპერატივის მენეჯერის საქმიანობა მნიშვნელოვნად განაპირობებს კოოპერატივის წარმატებას და მის სიცოცხლისუნარიანობას. თუმცა კოოპერატივის მენეჯერებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოო პროცესების წარმართვის გამოცდილება. ამიტომ, მნიშვნელოვანია კოოპერატივების მენეჯერები გაეცნონ კოოპერაციის სამართლებრივ რეგულირებას და შიდასაწარმოო ურთიერთობების წესებს. ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, იმუშაონ კლასიკური კოოპერაციული პრინციპებით, სწორად დაგეგმონ საქმიანობა და მიიღონ მეტი შემოსავალი“, -აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე
აღნიშნული ტრენინგპროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ესპანური კომპანია “EVOLUXER S.L.” ახორციელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი დაფინანსდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ისმიერ. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები