“ვარკეთილი 3”-ის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“სამგორის რაიონში, “ვარკეთილი 3” -ში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, დღეს ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“-ს ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები,ვარკეთილი 3-შიწყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულსდაამონტაჟებენ,რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,
დღეს,17თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები