მიტროპოლიტი პეტრე მეუფე იაკობზე: იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის

“მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე, სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ის იღებს პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ მის მღვდელმთავრობაზე – არა.
”მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე, სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად. ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, უფლისა ჩვენისა და იესო ქრისტესი და ანგელოსთა დასთან ერთად, რომლებიც უხილავად მონაწილეობდნენ ამ რიტუალში, ხილულად ვიყავი მე. აღთქმა ბერობისა მან ღვთისა და ჩემს წინაშე დადო. აქედან გამომდინარე, იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები