ეკა ბესელია: გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს ახორციელებენ

“გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს, შეტევას ახორციელებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
“ეს მოხდება ფინანსური სანქციების თუ გადასახადების გადახედვის კუთხით, აუდიტის შეშვების მოთხოვნით თუ სხვა, ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, დღეს ეკლესიის მიმართ პირდაპირ შტურმს, შეტევას ახორციელებენ“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები