საქართველოს უხუცესი ვეტერანი ქალბატონი ქსენია ბერულავა 117 წლის გახდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და უფროსის მოადგილე სამსონ ბრეგვაძე მარტვილში მცხოვრებ საქართველოში უხუცეს მარჩენალდაკარგულ ქალბატონს, ქსენია ბერულავას ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს.
13 თებერვალს ქსენია ბერულავა 117 წლის გახდა. იუბილარი თავს შეუძლოდ გრძნობდა, სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარს და ოჯახის წევრებს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ქსენია ბრეგვაძე ოჩამჩირეში 1900 წელს დაიბადა, მისი მეუღლე – დიმიტრი ბერულავა მეორე მსოფლიო ომში, ქერჩში, 1943 წელს დაიღუპა. შვილის დედა და ქვრივი სამკერვალოში წლების განმავლობაში მუშაობდა. ამჟამად ქსენია ბერულავა შვილთან – 79 წლის აველინა გალდავასთან ერთად მარტვილში ცხოვრობს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ქ-ნ ქსენიას 117 წლის იუბილეს და უსურვებს გამოჯანმრთელებას.