ანზორ ჩუბინიძე: არავითარი გარანტია არ იყო იმისა, რომ პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა

“ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეშვა თუნდაც მინიმალური შანსი რამის, არ მქონდა იმის გარანტია, რომ პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში არ იქნებოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -„ იყო თუ არა პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეში”, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის უსაფრთხოების გარანტიები არ ჰქონდა.
”თავისთავად ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც აპირებს გერმანიაში გაემგზავროს, დაკავებულია არაკანონიერი, მომწამვლელი საშუალებით, ეს თავისთავად იყო სიგნალი და ჩვენ ვერავითარ რისკს ვერ გავწევდით. ამიტომ ჩვენ ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. ეს იყო სუფთა პრევენციული ღონისძიება, რომ ჩამოვსულიყავი და მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული გარემო შემექმნა”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მთავარი პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის განცხადების შინაარსს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ 13 თებერვლის ბრიფინგზე, რომელიც მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გამართა, არსად ნახსენები არ იყო, რომ დეკანოზი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები