გიორგი მარგველაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, მის აღმატებულება დალია გრიბაუსკაიტეს ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
„თქვენო აღმატებულებავ, მსურს გულითადად მოგილოცოთ ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე.
მოხარული ვარ აღვნიშნო, საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების პოზიტიური დინამიკა. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა და საერთო ღირებულებებზე, ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. მჯერა, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ურთიერთობას და ყველა ფორმატში გავაძლიერებთ დიალოგს ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.
ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი ლიტველი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები