ქართველი „კანონიერი ქურდი“ რუსულ კოლონიაში ჩეჩნებს ფიზიკურად გაუსწორდა

ქართველი „კანონიერი ქურდი“ რუსლან გეგეჭკორი და მისი თანამოაზრეები რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში ჩეჩენ და დაღესტნელ პატიმრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სააგენტო “როსბალტის“ ინფორმაციით, ეს ფაქტი რუსეთის ქალაქ ტუვის კოლონიაში მოხდა, სადაც რუსლან გეგეჭკორი ნარკოტიკების შენახვისთვის იხდის სასჯელს. კონფლიქტის დროს, „კანონიერმა ქურდმა“ ჩეჩნები ცუდად ახსენა, რისთვისაც ერთ-ერთმა ჩეჩენმა მას სახეში გაარტყა.
იმავე დღეს, გეგეჭკორი და კიდევ 20 პატიმარი კოლონიის ტერიტორიაზე განთავსებულ მეჩეთში შეიჭრნენ და 8 კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, მატერიალური ზარალი მეჩეთსაც მიაყენეს.
ჩეჩენი ეროვნების „კრიმინალური ავტორიტეტები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ ამ ფაქტს ასე არ დატოვებენ და შურისძიებით იმუქრებიან. ჩეჩენი “ქურდები” არა მარტო რუსლან გეგეჭკორს, არამედ მამამისს, ასევე “კანონიერ ქურდს“, როლანდ გეგეჭკორსაც ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები