არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე, ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ისაუბრეს.
„ევროკავშირის მხარდაჭერა და თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გაძლიერდება. გავეცანი საპარლამენტო კომიტეტების სამუშაო გეგმებს, რომელშიც ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინიციატივები და ცვლილებები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ვთვლით, რომ რეფორმების ტემპი კარგია, საქართველო თავისი ტრადიციების და ევროპული სტანდარტების ჰარმონიულ თანხვედრას უზრუნველყოფს. მივესალმებით ასევე, ევროპულ პარტიებთან კავშირების გაძლიერებას”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს რეფორმების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების წარმატებული განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები