„შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” ფარგლებში, ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს

პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” ფარგლებში, ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, (EMBLAS)-ის პროექტის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის 2016 წლის ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების კომპლექსური კვლევების შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
პროექტის ფარგლებში, 2017 წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამეცნიერო კვლევები ჩატარდება, რომელიც მიზნად ისახავს მყარი ნარჩენების  ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და კვლევების განხორციელებას.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის, ევროკავშირის ქვეყნების ორმოცამდე ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები