სამეგრელოს ზოგიერთ სოფელს, დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამეგრელოს რეგიონში ცენტრალურ გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, დილიდან კი გაწმენდითი სამუშაოები კვლავ განახლდა. ამ დროისთვის, გზები გაწმენდილია ტყაიას, ჩხორიას, გრიგოლიშის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის მიმართულებით, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი ტექნიკა გასულია და გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფლის მიმართულებით ჩატარდება.
დიდთოვლობამ ელექტრო გადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, რიყეს და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
„ენერგო პრო ჯორჯია“ პრობლემურ ადგილებში სამუშაოებს აწარმოებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს მომავალში აღუდგებათ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ნაკიანს, მუხურს, თაიას, ლესიჭინესა და ჭოღის ცალკეულ უბნებს.
„ენერგო–პრო ჯორჯიას“ ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით, ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში შემავალ სხვა მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის. გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად ხდება. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ადგილი არ ჰქონდა მოსახლეობის მომართვიანობას, საცხოვრებელი სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით. რეგიონის მასშტაბით. მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბები მუშაობენ, რომლებსაც კოორდინირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი შტაბი უწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები