დიღმის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

დღეს დიღმის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა. ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, 03:00 საათზე გაზმომარაგება  დიღმის რაიონში ავარიულად შეუწყდა დიდი დიღმის, მირიან მეფის 5, 11 და 5, 17 საცხოვრებელ კორპუსებს. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები