რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიაში თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბეს – დაღუპულია სამი თურქი სამხედრო

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქ ელ-ბაბთან თურქი სამხედროების პოზიციები დაბომბეს. შეტევის შედეგად სამი თურქი სამხედრო დაიღუპა და 11 დაიჭრა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ეს საკითხი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს. მომხდართან დაკავშირებით, პუტინმა ერდოღანს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ შეტევა შემთხვევით განხორციელდა.
თურქეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციას სახელწოდებით “ევფრატის ფარი” ახორციელებს. თურქი სამხედროები ქალაქ ელ-ბაბს უტევენ, რომელსაც ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები