ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორი დაბომბა – დაღუპულია ორი ადამიანი

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს, დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი პალესტინელი. შეტევა ეგვიპტის საზღვრის სიახლოვეს განხორციელდა. ამის შესახებ ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყება იუწყება.
თავის მხრივ, ისრაელის სამხედრო უწყება დაბომბვის ფაქტს უარყოფს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეგვიპტის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, თუმცა მათი განადგურება ჰაერშივე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები