ოთარ დანელია იტალიელ მეწარმეებს შეხვდა

 აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ იტალიელი მეწარმეები ბრუნო როსინი და ფრანჩესკო სკარლსელი მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის განვითარების საკითხებსა და სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებში არსებულ მდგომარეობაზე.
იტალიელი მეწარმეები, რომლებიც ღვინის დარგის სპეციალისტები არიან, დაინტერესდნენ ღვინის დაყენების ქართული, ტრადიციული ტექნოლოგიით და ინტერსი გამოხატეს ქართული ღვინის ტრადიციული მეთოდებით იტალიაში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით.
„ასევე ვისაუბრეთ დასავლეთ საქართველოში იშვიათი ვაზის ჯიშის პოპულარიზაციის პროექტზე, რომლითა მიმართაც ასევე გამოხატეს ინტერესი და, შესაბამისად, მეღვინეობის მიმართულებით საკამოდ საინტერესო სამომავლო ურთიერთთანამშრომლობების შესაძლებლობებზე. იტალიელი მეწარმეები დაინტერესებული არიან ასევე საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების და ინვესტიციების განხორციელების საკითხით”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგანგებო დავალებათა ელჩი, 2012-2014 წლების საქართველოს პარლამენტის წევრი, ყოფილი კონსული იტალიაში სოსო დანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები