ექსკლუზივი: სტრასბურგის სასამართლომ მაია რჩეულიშვილის მიმართვა არ დააკმაყოფილა

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა რომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის,  მაია რჩეულიშვილის მიმართვა არ დააკმაყოფილა. რჩეულიშვილის ინტერესების დამცველები, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლოს სთხოვდნენ, საქართველოს მთავრობისთვის დაეკისრებინა ვალდებულება, მაია რჩეულიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლების თაობაზე.
16558697_578578779014976_685074987_nინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რჩეულიშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, „კვირას“ იუსტიციის სამინისტროს  საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმაც დაუდასტურა.
როგორც ძამაშვილი განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მაია რჩეულიშვილს სათანადო მკურნალობის ჩატარების საშუალება ეძლეოდა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების, ასევე, სამოქალქო სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  უარი თქვა საქართველოს მთავრობისთვის სარჩელში აღნიშნული მოთხოვნის ვალდებულების დაკისრებაზე.
„მომჩივანი ითხოვდა, რომ საქართველოს მთავრობისთვის სტრასბურგის სასამართლოს დაეკისრებინა ვალდებულება, დროებითი ღონისძიების სახით, ბრალდებული გამოსულიყო საპატიმრო დაწესებულებიდან იმისათვის, რომ  მისცემოდა მკურნალობის შესაძლებლობა. თუმცა სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს მთავრობის მხრიდან არც სასჯელაღსრულების და არც სამოქალაქოს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას ხელი არ ეშლება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას ჰქონდა შესაძლებლობა,  რომ  მისი სურვილის შესაბამისად, ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში მიეღო საჭირო მკურნალობა“, – განუცხადა „კვირას“ ბექა ძამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, მოსამართლის მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გასული წლის ივლისში სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები