ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი რამდენიმე წუთის წინ დაუჭირა.
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.