მთავრობის ადმინისტრაცია: გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება არ იგეგმება

გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება არ იგეგმება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ცვლილება, შესაძლოა, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჩანაწერს შეეხოს.
”გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონსტიტუციაში, გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე სახის ცვლილების ინიცირება იგეგმება. საქართველოს მთავრობა არ აპირებს არანაირი ცვლილებების ინიცირებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც უკავშირდება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებას, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზრდისთვის, რეფერენდუმის გაუქმებას.
საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ კონსტიტუციით მოქმედი აღნიშნული ნორმები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მის შეცვლას სახელისუფლებო გუნდი არ განიხილავს. ერთადერთი ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ჩანაწერს, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, რათა ის არ ჩაითვალოს ახალ გადასახადად”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები