შემოსავლების სამსახური ხანძრის შედეგად დაზარალებულ „ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეებს დაეხმარება

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლევან დგებუაძე სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ყოფილ მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ „ბავშვთა სამყაროს” შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის ადმინისტრაცია დაეხმარება.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები