ლაშა აბაშიძე: „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება

 „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაზარალებულთა ნივთებს კი შენობიდან ამის შემდეგ გამოიტანენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს.
აბაშიძის თქმით, როდის დაიწყება დემონტაჟი, დღის ბოლომდე გაირკვევა. მოვაჭრეების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ დემონტაჟის დროს მათი კუთვნილი ნივთები დაიკარგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები