გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ირანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალებიფარი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ირანის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოსა და ირანის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები