ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.7061 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.7021 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8947 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8869 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები