ლაშა აბაშიძე: საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის

თბილისის ვიცე-მერის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, საცავები, სადაც ოქრო-ვერცხლია შენახული, დაზიანებული არ არის.
აბაშიძის განცხადებით, ელოდებიან ექსპერტთა მეორე ჯგუფს, რომელიც დაადგენს, თუ როგორ შეიძლება მოხდეს შენობიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანა.
„შესული იყო ჯგუფი, რომელმაც დაათვალიერა ყველაზე ფასეული ოქრო-ვერცხლი. ჯგუფმა დაადასტურა, რომ სეიფები, სადაც ეს ნივთებია შენახული, არ არის დაზიანებული. ახლა შევა მეორე ჯგუფი და გადაწყდება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოტანა“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები