„ნაცმოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” დააფუძნა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა გუნდმა პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ცნობილია, რომ პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა იქნება.
„ჩვენს მოძრაობას ჰქვია, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, იმიტომ რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, სიტყვა „თავისუფლება“ არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი მოძრაობა არის მოძრაობა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლებისკენ მოძრაობა სწორედ ნიშნავს მოძრაობს ევროპისკენ. ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული, თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომელიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
სხვა თანამდებობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კი ყრილობაზე გახდება ცნობილი, რომელიც ,სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები