წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ისნის რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
ისნის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N153-თან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალსადენის 900 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე, დაზიანების სალიკვიდაციოდ, ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 4 მეტრი სიღრმეზეა განთავსებული. ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებული იყო სამუშაო ჯგუფები, სპეცტექნიკა და დაზიანების სირთულის დასადგენად, უწყვეტ რეჟიმში, სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ამჟამად ტექნიკური ბრიგადები, დაზიანების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებს აგრძელებენ – დაზიანებული ქსელის 3 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 31 იანვრის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული იქნება:

სამგორის რაიონში:

ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონს, ჯავახეთის ქუჩა N66, 68-ს, წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ონაშვილის ქუჩებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები