საბურთალოს რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით GWP განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კომპანია GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

“საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალსადენის 1400 მმ-იან ფოლადის მაგისტრალურ ქსელზე, დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, მობილიზებულნი იყვნენ სამუშაო ჯგუფები და აღდგენითი სამუშაოები, 4 მეტრი სიღმეზე, სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, აქტიურად გრძელდება.
ურთულესი დაზიანების აღმოფხვრა დღეს, 30 იანვარს, საღამოს 21:00 საათისთვის მოხერხდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:
საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, გამრეკელის, გურიელის, დელისის I, II, III ქუჩებს, ჩიქოვანის, ზაქარიაძის, ვაჟა-ფშაველას გამზირს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, შავგულიძის, მინდელის, ჯიქიას ქუჩებს, ყაზბეგის გამზირს N30-46, ქავთარაძის ქუჩას, სოფელ დიღომს, ვაშაძის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კორპუსებს, თამარ მეფის, მესხის, გორგასლის, მირიან მეფის ქუჩებს, „გუდვილს“ და დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონს.
ვაკის რაიონში:
წყნეთის გზატკეცილს, ჭავჭავაძის გამზირს N39-75, N74-80, ყიფშიძის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილს, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის, მცხეთის, ქუთათელაძის, ტაბიძის, აბაშელის, ცხვედაძის, რაზმაძის და ჭონქაძის ქუჩებს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები