ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი

პრეზიდენტის ვეტოზე ვიმსჯელებთ, თუმცა თავისთავად, ვეტოს დადებას უარყოფითად შევაფასებდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს საკითხზე განაცხადა.
„რეალურად, ეს უპრეცედენტო რეფორმა იყო, რომელიც პარლამენტის მიერ გატარდა და ადგილი გარკვეულ მცდელობას ჰქონდა, რომ ამ უპრეცედენტო რეფორმისთვის ჩრდილის მიყენება მომხდარიყო, რაც ნამდვილად დასანანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო გასულ კვირას დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები