“სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება”

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს, რის გამოც, მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდება“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისივე თქმით, თანამშრომლობა გაგრძელდება იმისთვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შეჯერდნენ და ასეთი რამ არ განმეორდეს. „პარლამენტს ამ სფეროში თავისი ფუნქციები აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლე სათანადო პროცესის საფუძველზე ავირჩიოთ და ამას პარლამენტი ყურადღებას დაუთმობს. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი შედეგი დაიდოს“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანდიდატურის შესარჩევად, ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს.
ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს გასულ კვირას უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილნი. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები