ქართული მხარე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე „იუნესკოდან“ საერთაშორისო ყურადღებას ითხოვს

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით „იუნესკოში“ გაიგზავნა წერილი, სადაც ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაზე საერთაშორისო ყურადღებას ითხოვს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურება არის ეთნიკური წმენდის შემადგენელი კომპონენტი. „ჩვენთვის ეს არის ძალიან მწვავე საკითხი და ამ საკითხებზე ყოველთვის ხდება შესაბამისი რეაგირება. ამჯერადაც, რამდენიმე დღის წინ ჩემი სახელით გაიგზავნა „იუნესკოში“ წერილი, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვითხოვთ საერთაშორისო ყურადღებას და ამ მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერას, რათა  კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ყველა ფაქტი აღკვეთილი იყოს.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ძალიან სავალალო მდგომარეობას, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები