უამინდობის გამო ავიარეისების ნაწილი გაუქმდა

დიდთოვლობისა და ცუდი ხილვადობის გამო მილანი – ქუთაისის რეისი გადაიდო.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორ ქეთევან ალექსიძის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების განრიგში გარკვეული სახის ცვლილებები შევიდა, კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ბათუმის ორი რეისი მიიღო.
„ბათუმის აეროპორტის ნაცვლად, თბილისში, მოსკოვისა და მინსკის რეისები მივიღეთ. ქუთაისში კი, მილანის რეისი ცუდი ხილვადობის გამო გადაიდო“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, სტამბოლი-ბათუმის რეისი დღეს, 16:55 საათზე, უნდა შესრულდეს, ხოლო სტამბოლის მიმართულებით გაფრენა 17:50 საათზე იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ ამინდი არ გაუარესდა, ორივე რეისი შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები