კობა კობალაძე: საუბარი იმაზე, რომ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს შემცირება, არ არის სწორი

ამ ეტაპზე მიმდინარეობს თავდაცვის სისტემის უფრო მოქნილობაზე საუბარი, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განაცხადა.
კობალაძის ინფორმაციით, ქვეყანა მუდმივად იმყოფება შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის პროცესში, რაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს.
„სახელმწიფოს არ აქვს ის პოზიცია, რომ უპასუხისმგებლოდ დაემშვიდობოს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე პერსონალს. საუბარი იმაზე, რომ მიმდინარეობს შემცირება შეიარაღებული ძალებში, არ არის სწორი, ქვეყანაში საბოლოოდ, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, უნდა შეიქნას მოქნილი თავდაცვის სისტემა, ისეთი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს წინაშე არსებობს. სახელმწიფო უპასუხისმგებლოდ თავდაცვის უწყებაში მომუშავე არცერთ თანამშრომელს არ მოექცევა“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები