კობა კობალაძე: პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით უმრავლესობაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა

 ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხიც არის მსჯელობის საგანი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ განაცხადა. კობალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ დრო ტყუილად არ უნდა დავკარგოთ, პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, ამ საკითხზე უმრავლესობაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიტანოთ, ამ შემთხვევაში ქუთაისის მოსახლეობას რაიმე ალტერნატიული განვითარების ცენტრი უნდა შევთავაზოთ“, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები