კობა კობალაძე: პრეზიდენტის არჩევის საკითხი საყოველთაო მსჯელობის საგანია

 „პირველადი დასკვნები არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ცალსახად იქნება მიღებული“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა. კობალაძე იმ საკითხებს შეეხო, რასაც ამ ეტაპზე საკონსტიტუციო კომისია განიხილავს.
როგორც კობალაძემ განმარტა, არცერთი საკითხი ცალსახად და ერთპიროვნულად არ იქნება მიღებული. კობალაძემ პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
„საკონსტიტუციო კომისიის წევრებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსახილველი თემები ცალსახად გადაწყვეტილი იქნება. პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის თუ დანიშვნის საკითხიც დასრულდება ისე, როგორც ამას კომისიის წევრთა უმრავლესობა გადაწყვეტს“,-განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები