31 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი

 სინოპტიკოსები 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ძლიერ ყინვას ვარაუდობენ, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალ მთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სუბტოპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები