“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის დროს ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა

სავაჭრო ცენტრ ”ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ ”კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, მეხანძრე მსუბუქადაა დაშავებული. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმთა ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარა.
„დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დაშავებული მეხანძრის ჰოსპიტალიზება არ მომხდარა“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები