“ენერგო-პრო ჯორჯია” დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას

 სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური ამ წუთებშიც განაგრძობს მუშაობას უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. მათი ინფორმაციით, ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტსა და რაიონულ ცენტრს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ დაფიქსირებულა, თუმცა შეზღუდვები არის აჭარის და გურიის რეგიონებში, ასევე ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამეგრელოს და იმერეთის რაიონების მცირე ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ბრიგადები დაზიანების მომენტიდან აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება. სამუშაოები გრძელდება და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება დღის ბოლომდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები