კახეთში ხანში შესულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ხანში შესულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 80 წლამდე მამაკაცი ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტკივილები ჰქონდა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები