ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშიიირებით შეხვედრა გაიმართა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პროგრამა – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)“ და არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიზიის მხარდაჭერით, საქართველოში ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვებით დაინტერესებულ კომპანია „ენვიროსერვისთან“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
2016 წელს „ენვიროსერვისმა“ დაარსა ლიცენზირებული კომპანია „ენვიროსერვი – საქართველო“ და გამოთქვამს სურვილს აქტიურად დაიწყოს ქვეყანაში ელექტრო და ელექტრონული ნარჩენების შეგროვება.
შეხვედრაზე კომპანია „ენვიროსერვის“ მიერ წარმოდგენილ იქნა წარსული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრაში მონაწილეობა ნარჩენების მართვის ექსპერტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.