ოზურგეთში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს

ოზურგეთში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც პრობლემურ ადგილებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს.
ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
“სოფლებში გზების წმენდა დილიდან დაიწყო. ტექნიკის ინტენსიური მუშაობის შედეგად გადაადგილების პრობლემა ყველა სოფელში მოხსნილია. რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრომომარაგება. აღდგენითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც განხორციელდა. ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მოხსნიალია. მოსალოდნელი უამინდობის გამო მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მინდა ვთხოვო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, თავი შეიკაონ შესაბამისი სეზონის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან. მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“,- აცხადებს მერაბ ჭანუყვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები