დავით ნარმანია “ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარზე: ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი

ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ “ბავშთა სამყაროს” შენობაში გაჩენილი ხანძრის თაობაზე განაცხადა.
ნარმანია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„ფაქტი არის ძალიან მძიმე, ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები მოვალეობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები