შსს-მ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მათი ინფორმაციით, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
“ბავშვთა სამყაროში” ხანძარი წუხელ ღამის სამ საათზე გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე მაშველები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები