გიგა ბუკია: საკონსტიტუციო კომისიაში ჩართულია ფართო საზოგადოება
საკონსტიტუციო კომისიაში ყველაფერი მიმდინარეობს დისკუსიის ფონზე-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა.
გიგია ბუკიას ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიაში წაყენებული განსახილველი საკითხები მხოლოდ კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული.
„საკონსტიტუციო კომისიაში ჩართულია ფართო საზოგადოება და ნებისმიერი საკითხი იქნება განხილული და შეთანხმების შედეგად მიღწეული. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი კი წინა მოწვევის პარლამენტზეც იდგა და ეს არაა ახალი საკითხი, მე ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ არ მონაწილეობს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მე თვითონ მიმაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არაა სიტუაციასთან ადეკვატური,“-განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.