მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მისი კანდიდატურა განიხილება.
კობახიძის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები უკვე გაიმართა. მისივე თქმით, ის პატივს სცემს ფრაქციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, როგორიც უნდა იყოს ის. ფაქტი, რომ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი კანდიდატია, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ და გიორგი კახიანმა დაადასტურა.
მდინარაძის ინფორმაციით, ორშაბათს დილით, ბიუროს სხდომამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურას წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები